Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მათემატიკაში უმაღლესი ჯილდოს მფლობელი პირველად გახდა ქალი მათემატიკოსი

20 მარტი, 2019 11:53

ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი კარენ უჰლენბეკი აბელის პრიზის გამარჯვებული გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათემატიკაში უმაღლესი ჯილდო ქალს მიანიჭეს. 

პრიზი იმ მათემატიკოსებზე გაიცემა, რომელთაც ამ სფეროში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. საპრიზო ფონდი 6 მილიონი ნორვეგიული კრონაა. პირველი პრიზი 2003 წელს გასცეს.

CNN-ის ინფორმაციით, 76 წლის უჰლენბეკის კარიერა სხვადასხვა დისციპლინას მოიცავს, მათ შორის ფიზიკას, გეომეტრიასა და კვანტურ თეორიას.

„მისმა კვლევამ მათემატიკისა და ფიზიკის გადაკვეთის წერტილებში რევოლუციური მიგნებები გვაჩვენა" - თქვა ტეხასის უნივერსიტეტის დეკანმა პოლ გოლდბარტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^