Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩვენ ვირჩევთ ზიანის შემცირებაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკას", - თბილისში ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია გაიმართება

20 მარტი, 2019 17:52

26-27 მარტს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია 150-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს, პოლიტიკოსს, მკვლევარს, სტუდენტს, თემის წარმომადგენელსა და დაინტერესებულ ადამიანს უმასპინძლებს. კონფერენცია ნარკოპოლიტიკასა და ზიანის შემცირების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელებს.

„ზიანის შემცირება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერვენციების კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. ზიანის შემცირების სერვისებს ასევე დადებითი გავლენა აქვს მთელი საზოგადოების ჯანმრთელობაზე და მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორებიცაა აივ ინფექცია და C ჰეპატიტი.

ზიანის შემცირების პროგრამების განვითარება პოლიტიკურ ნებასთანაა დაკავშირებული. საქათველოში არსებული ნარკოპოლიტიკა კი რეპრესიულია და ზღუდავს ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირების მომსახურებებზე, წარმოადგენს რა ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ ინსტრუმენტს.

ამ ფონზე განსაკუთრებით საშიში ხდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლებიც მარტივად ხელმისაწვდომია და ყოველდღიურად იწირავს ახალგაზრდა და ზრდასრული ადამიანების სიცოცხლეს საქართველოში,  საპასუხო ქმედებები კი ფაქტიურად არ არსებობს.

ამ დრომდე ნარკომომხარებელთა საჭიროებებისთვის საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია „გლობალური ფონდი" ზრუნავდა, თუმცა მალე მისი დაფინანსება საქართველოს შეუწყდება, სახელმწიფო კი არ იზიარებს ვალდებულებას ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისთვის ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობისთვის.

კონფერენცია იბრძვის კრიმინალიზებული, რეპრესირებული და დავიწყებული ადამიანებისათვის ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად", - აცხადებენ ორგანიზატორები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო" და „მსოფლიო ექიმების (საფრანგეთი) წარმომადგენლობა საქართველოში".

„ლიბერალი" ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენციის მედიამხარდამჭერია;

კონფერენციის პროგრამისა და სხვა ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს. ასევე თვალი ადევნეთ ფეისბუქისა და ტვიტერის გვერდებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აპრილი
23 აპრილი

არ გამოვრიცხავ, დაბინძურება ყოფილი სამხე ...

საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშ ...
23 აპრილი
23 აპრილი

კალაძე ჰესების შესახებ: წყლის დიდი რესურ ...

„რაც ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს ცდება. არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედე ...
23 აპრილი
23 აპრილი

კალაძე ჟურნალისტს ლევან ჯიბღაშვილის დაკა ...

„დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული", – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე უპასუხა დე ...
^