Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გამოუშვით უდანაშაულო ადამიანები“ - პროკურატურასთან ფარული ჩანაწერების საქმეზე აქცია გაიმართა

20 მარტი, 2019 21:06

„გამოუშვით უდანაშაულო ადამიანები“ - პროკურატურასთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე დაპატიმრებულების ოჯახის წევრებმა და პარტია „გირჩის“ წევრებმა აქცია გამართეს. 

„ხელისუფლებამ საჩვენებლად დააკავა 16 ახალგაზრდა. ჩვენ გვეგონა რომ სასამართლო გონს მოეგებოდა და ამ ადამიანებს გარეთ გამოუშვებდა, მაგრამ, პირიქით, წინასწარ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ.

ცხადია ისინი გამოსაშვები არიან, მე პირადად მოვედი იმიტომ რომ ოჯახის წევრებმა დააორგანიზეს სპონტანური აქცია და მოვედი, რომ მათთვის სოლიდარობა გამომეცხადებინა“,-განაცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. 

დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაპატიმრებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული 18 პირიდან 4 პირს (ზაალ ლატარიას, ზურაბ სოლომნიშვილს, თემურ ირემაძეს და ანტონ ღლონტს) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ძალაში დატოვა.

მათ აღნიშნულ საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით ედებათ, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს: 157-ე​ პრიმა მუხლი ითვალისწინებს: 1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7 წლამდე. 2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აპრილი
23 აპრილი

არ გამოვრიცხავ, დაბინძურება ყოფილი სამხე ...

საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშ ...
23 აპრილი
23 აპრილი

კალაძე ჰესების შესახებ: წყლის დიდი რესურ ...

„რაც ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს ცდება. არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედე ...
23 აპრილი
23 აპრილი

კალაძე ჟურნალისტს ლევან ჯიბღაშვილის დაკა ...

„დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული", – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე უპასუხა უთ ...
^