Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსთაველის 12-დან, საიდანაც, სავარაუდოდ, თიბისი ბანკზე კიბერთავდასხმა მოხდა, ტექნიკა ამოიღეს

21 მარტი, 2019 12:34

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ რუსთაველის ოფისიდან, საიდანაც, სავარაუდოდ, „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმა მოხდა, სამართალდამცველებმა ტექნიკა ამოიღეს. 

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ოფისი „ქართული ოცნების“ პიარსამსახურის უფროსს, კოკა ყანდიაშვილს ჰქონდა ნაქირავები. ნათია მეზვრიშვილის თქმით, კოკა ყანდიაშვილი არ დაუკითხავთ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მას გამოძიება კითხვებს დაუსვამს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდნიმე თვეა, აწარმოებს გამოძიებას. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს გამოძიება მიმდინარეობს - ამას ვადასტურებთ. ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სისხლის სამართლის საქმე, არ გახლავთ რიგითი საქმე, რომლის გამოძიების დასრულება შესაძლებელი იქნება ერთ დღესა და ერთ კვირაში.  

დღემდე არაერთი საგამოძიებო მოქმედება შესრულდა - როგორც გამოკითხვა, ასევე ამოღება. ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის, რუსთაველის 12 ნომრიდან. მიმდინარეობს ინფორმაციის შესწავლა," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^