Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აგარის შაქრის“ ქარხანა გაჩერებულია, მუშები 4 თვის კომპენსაციას მიიღებენ - პროფკავშირები

21 მარტი, 2019 12:48

„აგარის შაქარმა“ მუშაობა შეაჩერა, თუმცა, როგორც გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ „ლიბერალს“ უთხრა, მუშებს დაჰპირდნენ, რომ 4 თვის კომპენსაციას გადაუხდიან. 

გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ ქარხანამ მუშაობა ნოემბრის ბოლოდან შეაჩერა. ქარხნის ადმინისტრაციამ სამი თვის განმავლობაში მუშებს კომპენსაცია გადაუხადა.

„დეკემბრიდან  ეს ქარხანა აღარ მუშაობს. ადმინისტრაციის, დამსაქმებლის პოზიციაა ასეთი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის ფასმა იმდენად აიწია, კონკურენციას ვერ უწევს შემოტანილ შაქარს. დასაქმებულებმა და ჩვენც ვიცით მათი ფინანსური პრობლემების შესახებ. ადმინისტრაციამ შესთავაზა და 3 თვის განმავლობაში, გაჩერების მიუხედავად, პროფკავშირების ჩართულობით ეს ადამიანები მაინც იღებდნენ ხელფასს, მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდნენ. მარტიდან კი დამატებით 4 თვის კომპენსაციას აიღებენ. საერთო ჯამში 7 თვის კომპენსაციას მიიღებენ“,- ამბობს გიორგი დიასამიძე. 

მისივე თქმით, დასაქმებულებს იმედი აქვთ, რომ ამ ხნის განმავლობაში შესაძლოა,  საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის ფასმა დაიკლოს და ქარხანამ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება და ხელახლა ამუშავება შეძლოს. 

გიორგი დიასამიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აგარაში სახელმწიფოს ჩართულობით დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა უმეტესობაც ქარხანაშია დასაქმებული, სოციალური პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს,- „როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს მუშაობა აგარაში დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რათა მხოლოდ ქარხანაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი“.

აგარაში ქარხანაში სულ 380 მუშაა დასაქმებული.

„აგარის შაქარმა“ მუშაობა შარშანაც შეაჩერა. მუშებმა პროტესტის ნიშნად აგარიდან თბილისამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

„აამუშავე აგარა!" - აგარის ქარხნის მუშები აგარიდან თბილისში ფეხით მოემართებიან

აგარის შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან სრული დატვირთვით ამუშავდება

ორდღიანი ფეხით მსველობის შემდგომ მეშაქრეები 3 საათზე მეტია მთავრობასთან შეხვედრას ელოდებიან

ფოტო ► მუშების პროტესტი - ფეხით აგარიდან თბილისამდე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^