Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დასაბრუნებლად კონსულტაციებს მართავს

22 მარტი, 2019 10:54

„ვესაუბრები ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც ჩემსავით გვერდიდან მაყურებლის როლი უკავიათ, თუმცა ბევრი რამ შეუძლიათ პროცესის სწორად შეტრიალებისთვის. მაქვს ამ ადამიანების დარწმუნების სურვილიც, მოტივაციაც და საშუალებაც“,- ამის შეესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“  განაცხადა. 

ოქრუაშვილის თქმით, ახლა ის კონკრეტულ სახელებს ვერ დაასახელებს, თუმცა გარკვეული ტიპის კონსულტაციები აქვს ადამიანთა ჯგუფთან და მაისის ბოლოს გახდება ცნობილი მისი კონკრეტული გეგმების შესახებ.

„თქვენ რომ გეკითხათ რატომ იყავი ჩუმად 2012, 2013, 2014, 2015 წელს, მე მარტივად გეტყოდით, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება ქვეყანაში და რატომ უნდა ვიხმაურო, მარტო იმისთვის, რომ ვიხმაურო?! დღეს იმ ტენდენციების ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება და ყველაფერი ცუდი ხდება, კარგი არაფერი ხდება... კარგი ამათგან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რაც დამამახსოვრდა - მწეველებზე არ მინდა ცუდად გამომივიდეს - დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა იყო ერთადერთი კარგი რაღაც, რაც ამათგან გავიგე. მე თვითონაც დიდი ხანია სიგარეტისთვის თავი მაქვს დანებებული და ამიტომ კარგი არაფერი ხდება ქვეყანაში და ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი, თორემ არანაირი სურვილი პოლიტიკაში დაბრუნების არც მქონდა და არც მაქვს სიმართლე გითხრათ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^