Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზახაროვა: გოლანის მაღლობებისთვის სტატუსის შეცვლა გაეროს გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება

22 მარტი, 2019 13:03

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ აშშ გოლანის მაღლობებს ისრაელს მიაკუთვნებს, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ტრამპის სურვილი, აღიაროს ამ ტერიტორიაზე ისრაელის სუვერენიტეტი, პირდაპირ ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს, რადგან ტერიტორიის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს 1981 წლის რეზოლუციით არის განსაზღვრული.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 მარტს განაცხადა, რომ 52 წლის შემდეგ დრო მოვიდა, აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი სრულად აღიაროს.

„52 წლის შემდეგ აშშ-თვის მოვიდა დრო, რომ ისრაელის სუვერენიტეტი სრულად აღიაროს გოლანის მაღლობებზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონული სტაბილურობისთვის“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ზე.

გოლანის მაღლობები ისრაელისა და სირიის სადავო ტერიტორიაა. ის 1967 წლამდე სირიის ნაწილი იყო, ე.წ. „ექვსდღიანი ომის“ შემდეგ კი ისრაელის იურისდიქციაში მოექცა. 1981 წელს ისრაელის ქნესეთმა გოლანის მაღლობებზე მათი სუვერენიტეტი გამოაცხადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^