Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია: კიბერთავდასხმის ადგილი „თიბისის“ მომართვამდე აღმოჩენილი იყო

22 მარტი, 2019 15:46

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კიბერთავდასხმის ადგილი, „თიბისის“ მიმართვამდე ცნობილი იყო.

„ეს ყველაფერი განპირობებულია პოლიტიკური კონტექსტით, პოლიტიკური მოტივაციით და გასაგებია. ეს არის ოპოზიციური ნარატივი და მისაღებია. ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორც წერილს. თუ გახსოვთ იყო ასეთი ბრალდება, რომ გახარია აიძულებს „თიბისი ბანკს“ წილების დათმობას? შემდგომ ამას რა რეაქცია მოჰყვა „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან? - არა ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

კიბერ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მოგვმართავდნენ. ამ საქმესთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ, მექნება დეტალებში შესვლის საშუალება. კიბერთავდასხმის ის ლოკაცია უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით ამ კონკრეტული ადრესატისგან და საფრთხეც უკვე ლიკვიდირებული იყო,“ - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს. 

რუსთაველის 12-დან, საიდანაც, სავარაუდოდ, თიბისი ბანკზე კიბერთავდასხმა მოხდა, ტექნიკა ამოიღეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^