Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია, წერტილი - გიორგი გახარია

22 მარტი, 2019 21:19

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის" ეთერში თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადების შესახებ ისაუბრა. 

„მე დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ. მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი, წერტილი", - აცხადებს გიორგი გახარია და განაგრძობს, - „ამის შემდეგ, ყველა სახის საუბრები გაგრძელდება იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რა ქმედებები, ნაბიჯები ან რა სახის ლოგიკით იქნება გავრცელებული... ეს მას ჰკითხეთ, მე ასე მარტივად ბრალდებებს არ ვაცხადებ, თან ეთერში, იმიტომ, რომ მე ვამბობ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად - მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არ გამიგზავნია". 

 მამუკა ხაზარაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მუქარის წერილი მიიღო მაღალჩინოსნისგან, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია წერილის ავტორი. ხაზარაძე ამბობს, რომ მას ეს წერილი შენახული აქვს. 

„არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირი მუქარით მეუბნება, რომ ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ საერთაშორისო ასპარეზზე. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ", - ამბობდა ხაზარაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^