Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი 60 000 დოლარამდე იქნება

25 მარტი, 2019 13:44

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრების მისაღებად საერთაშორისო კონკურსს აცხადებს. განცხადების მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასი წელიწადში 60 000 დოლარამდე იქნება, წლის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოს ჯამური რაოდენობა კი წელიწადში - 72 საათი, რაც დაახლოებით 9 სამუშაო დღის ტოლია.

საბჭოს წევრის ვალდებულება ექნება, საქართველოში წელიწადში სულ მცირე ერთხელ ჩამოვიდეს. მას მოგზაურობასთან დაკავშირებულ ხარჯსაც აუნაზღაურებენ.

კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭო ხუთი წევრისგან შედგება. საბჭოს წევრობის კანდიდატებს შვიდკაციანი კომისია შეარჩევს და პარლამენტი დაამტკიცებს.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, საბჭოს წევრთა შერჩევის შემდეგ ისინი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით ირჩევენ საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს.

კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუალული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^