Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქველმოქმედო გალა საღამო „გადაარჩინე სიცოცხლე“

27 მარტი, 2019 15:50

საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ 30 მარტს, შაბათს, 18 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ წვეულებათა დარბაზში (მისამართი: თბილისი, თელავის ქუჩა #20) მართავს ყოველწლიურ საქველმოქმედო გალა საღამოს „გადაარჩინე სიცოცხლე“ ორი სოციალური პროექტის: ძეგვის თავშესაფრის და საქართველოში პირველი ჰოსპისის და პალიატიური შინ მოვლის სამსახურის, „ჰოსპისი ფერისცვალების“ დასახმარებლად.

ძეგვის თავშესაფარში ამჟამად 80 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები და მიუსაფარი მოხუცები. ბოლო ორი წლის განმავლობაში „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ საქველმოქმედო საღამოებზე შეგროვებული თანხით მოხერხდა ძეგვის თავშესაფრის შენობის აღდგენა და შინ მოვლის სამსახურის უფასო პროგრამის განხორციელება. აღდგენილ შენობაში შესაძლებელი გახდა დამატებით 60 ადამიანის მიღება და სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარება. საქველმოქმედო ორგანიზაცია  „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“  კიდევ ერთი ბენეფიციარია „ჰოსპისი ფერისცვალების“ მოწყალების ცენტრი, რომელიც აერთიანებს უფასო ჰოსპისს, მოწყალების დების სასწავლო ცენტრს და შინ მოვლის სამსახურს, რომელიც ყოველწლიურად 100-ზე მეტ ტერმინალურად დაავადებულ ადამიანს ეხმარება.

30 მარტს გამართული საქველმოქმედო გალა საღამოს ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა (ერთი ბილეთის ფასი 100 აშშ დოლარია), აგრეთვე, აუქციონიდან შემოსული თანხა ძეგვის თავშესაფრის შენობის ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვას და ფერიცვალების მოწყალების ცენტრის უფასო პროგრამის გაგრძელების დაფინანსებას მოხმარდება.

აუქციონზე, რომელიც გალა საღამოს ფარგლებში გაიმართება, წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრების – გია გუგუშვილის, ქეთი მატაბელის, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, ლევან მარგიანის,  გიორგი ყვავილაშვილის, ლევან ბუჯიაშვილის, მაკა გოცირიძის, სოფო გონგლიაშვილის, ასევე, ამერიკაში მოღვაწე არტისტების –

მარკ პალიაკოვის, ალექსანდრა ჭავჭავაძის და ლადო ფოჩხუას ნამუშევრები.

აუქციონზე გაიყიდება ამერიკელი გლაციოლოგის და მკვლევარის, უილიამ ოზგუდ ფილდის მიერ 1920-იან წლებში გადაღებული უნიკალური ფოტოები, დიზაინერ ლაშა დევდარიანის კოსტიუმების კოლექცია, რომელიც მან ჰოლანდიურ კომპანია Vlisco-სთან ერთად შექმნა.

გალა საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „შვიდკაცა“, რეზო კიკნაძის ჯაზკვინტეტი, მოცეკვავე თეა დარჩია და სტუდია „თედასი“, არტ სტუდიო „ფერადი კაბრიოლეტი“: მარიამ შაქარაშვილი, ჯულია სანიკიძე, ბესო საყვარელიძე.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: აშშ-ის ელჩი საქართველოში როს უილსონი და ამერიკის საელჩო საქართველოში; თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი; ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოს დაუმა; ქალთა საერთაშორისო ასოციაცია IWA, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“; კომპანიები: Shumi Winery, Adjara Hospitality Group, BDO, BLC, Borjomi IDS, Delloite, Dentons, DIO, EY, Geomill, GMT, Gvinadze & Partners, Katya Chavchavadze, KPMG, PMCG, PMI, PWC, TBC Bank, Windforse, Sezani.

„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ AFG არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წლიდან ახორციელებს ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, სოციალურ და გარემოსდაცვით პროექტებს საქართველოში; ორგანიზაცია, რომლის დევიზია- „მხოლოდ ერთად შევძლებთ, შევცვალოთ მომავალი უკეთესობისაკენ“, ეხმარება მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს: მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს, მარტოხელა დედებს, ტერმინალური დაავადების მქონე ადამიანებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ამასთან, AFG მხარს უჭერს ქართული კულტურის პროპაგანდას საზღვარგარეთ და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

ლენა კილაძე

აღმასრულებელი დირექტორი, „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“

ტელ.: +995 599 901 234 ; Email: [email protected]

ქეთი კალანდარიშვილი

პროექტის კოორდინატორი, „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“

ტელ.: +995 599 262 005 ; Email: [email protected]

www.afgeorgia.org

დონაციის განხორციელება შესაძლებელია AFG-ის ვებგვერდიდან: https://donatenow.networkforgood.org/1442927

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^