Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები 17 მოკლული ქალის გარეშე?!" - სიმღერის ახალ ვერსიაში ქალი არ მღერის

29 მარტი, 2019 13:54

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები 17 მოკლული ქალის გარეშე?!“ - 9 აპრილს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები აქციას გამართავენ.

აქციის მიზეზი ისაა, რომ 1989 წლის 9 აპრილიდან 30 წლისთავზე პირველ არხზე ჯემალ სეფიაშვილი სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ახალი ვერსიის გაშვებას აპირებს, რომელშიც მხოლოდ კაცები მღერიან.

კომპოზიტორის გადაწყვეტილებით, 25 მომღერალს შორის არც ერთი ქალი არ არის. როგორც პირველ არხს სეფიაშვილმა უთხრა, ოჯახისა და ქვეყნის დამცველი კაცია და ქალები ამ სიმღერაში მონაწილეობას ამის გამო არ მიიღებენ.

„ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ, აი ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას“, - თქვა სეფიაშვილმა.

„მოვუწოდებთ პირველ არხს, არ გაუშვათ 30 წლის თავზე, 9 აპრილს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ამ სიმღერის უნამუსო პრეზენტაცია!

მოვუწოდებთ იმ 25 მომღერალ კაცს, არ მიიღონ ამ სამარცხვინო ჩანაწერში მონაწილეობა!

მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ის 17 ქალი, ქვეყნის დაცვის სიმბოლოა, ნუ მიიღებთ ამ სამარცხვინო აბსურდის თეატრში მონაწილეობას, რადგან ეს არის იმ 17 ქალის და კიდევ უამრავი სხვა ქალის შეურაცხყოფა, რომლებმაც საკუთარი სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

1989 წლის 9 აპრილს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია რუსმა ჯარისკაცებმა დაარბიეს. აქციის დარბევისას ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანტრანსპორტიორები გამოიყენეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოიწამლა და დაშავდა. დაღუპულებს შორის 17 ქალი იყო.

1989 წლის 9 აპრილს მორის ფოცხიშვილის ლექსის მიხედვით და ჯემალ სეფიაშვილის კომპოზიტორობით სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ მიუძღვნეს.

სიმღერის შემსრულებლებს შორის არაერთი ქალი იყო. მათ შორის, თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, მედეა ძიძიგური, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, ირმა სოხაძე, ეთერ კაკულია, მაია ჯაბუა, თამარ ჭოხონელიძე და სხვები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^