Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მდინარე თეძამზე 12 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის წყალსაცავის მშენებლობა იწყება - ბახტაძე

29 მარტი, 2019 17:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მდინარე თეძამზე წყალსაცავის მშენებლობა დააანონსა. პრემიერის განცხადებით, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ ეს წყალსაცავის პირველი ასეთი მასშტაბური მშენებლობა იქნება.

„ჩვენთვის ქართული სოფლის განვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი საირიგაციო სისტემების მშენებლობა.

საქართველოში, ფაქტობრივად, ბოლო 50 წლის განმავლობაში არ აშენებულა ახალი წყალსაცავები. 2012 წელს საქართველოში საირიგაციო სისტემები განლაგებული იყო მხოლოდ 40 000 ჰექტარზე. ჩვენ შევძელით და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს რიცხვი გავზარდეთ 110 000 ჰექტრამდე.

ხშირად ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა. მე მიჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება დარგს ჰქონდეს პერსპექტივა, როდესაც საირიგაციო სისტემებიც კი არ არსებობდა საქართველოში?“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, წყალსაცავი მდინარე თეძამზე სოფელ რკონსა და ჩაჩუბეთს შორის მოეწყობა. წყლით დასაფარი ტერიტორია დაუსახლებელია და ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის.

წყალსაცავის მოცულობა 12 მილიონი კუბური მეტრი იქნება. წყალსაცავის მშენებლობის პროექტი უკრაინულმა კომპანიამ ПАО Укрводпроект-მა მოამზადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წყალსაცავით კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი და 9 700 მოქალაქე ისარგებლებს. პროექტში 71 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 500 ადგილობრივი დასაქმდება. შესაძლებელი გახდება 7 000 ჰექტარის მოცულობის მიწის მორწყვა, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, გამოუყენებელია.

„ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შემოიტანს შიდა ქართლში და კონკრეტულად, კასპის რაიონში. საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზეა წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები. შესაბამისად, წყლის რესურსების გამოყენებას გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი ეროვნული ეკონომიკა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თეძმის წყალსაცავიდან სასმელი წყლით 5 სოფელი უნდა მომარაგდეს. პროექტში გათვალისწინებულია კაშხალზე ჰიდროელექტროსადგურის მოწყობაც. პრემიერის თქმით, მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 47 თვეში დასრულდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^