Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომიტეტმა ზოგადი განათლების მიზნებიდან ტერმინ „ლიბერალურის“ ამოღების პროექტს მხარი დაუჭირა

01 აპრილი, 2019 14:05

დღეს პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შეასხებ კანონში“ შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს, იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენამდე გაიმართება დამატებითი განხილვა განათლების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობით. საქმე ეხება პარლამენტარ ნუკრი ქანთარიასა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომლის მიხედვითაც, ზოგადი განათლების მიზნების ჩამონათვალში ის მუხლი იცვლება, სადაც სიტყვა „ლიბერალურია" ნახსენები. 

„თუ პირდაპირ ვთარგმნით ლათინურიდან, ლიბერალური თავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება ისედაც წერია აქ [კანონში] და გვაქვს თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე დღეს ლიბერალიზმმა, რომელიც არის პოლიტიკური მიმართულება, აბსოლუტურად კონკრეტული პოლიტიკური მიმართულება მიიღო - ლიბერტალიანიზმი, ნეოლიბერალიზმი, კონსერვატიული ლიბერალიზმი, სოციალური ლიბერალიზმი, კლასიკური ლიბერალიზმი... დღეს, ზოგჯერ, მასში ვლინდება არა აზროვნების თავისუფლების ხასიათი, არამედ მხოლოდ ინსტინქტების - რაც მე მინდა, რისი სურვილიც მაქვს; უკონტროლობის, ზოგიერთ შემთხვევაში და მისი ათასგვარი ვარიაციებია.

ეს მიგვაჩნია პოლიტიკურ ფილოსოფიად, პოლიტიკურ მიმდინარეობად, სიტყვა რასაც გამოხატავს და ჩვენ ხშირად ვიყენებთ ხოლმე კარგი გაგებით და მისი ძირითადი თვისებების გამო - ეს არის თავისუფალი აზროვნება, ბავშვისთვის თავსუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, დამოუკიდებელი შეხედულებების ჩამოყალიბება, მაგრამ არა უკონტროლობა, არა ის, რომ საერთოდ განერიდის იმ ძირითად პოსტულატებს, რომლებიც აქ [კანონში] გვაქვს; ეს არის საზოგადოების, სახელმწიფოს, გარემოსთან დაკავშირებული მოვალეობები, ოჯახის პატივისცემის განვითარება.... მიგვაჩნია, რომ ამით არაფერი გადატრიალება არ ხდება, მაგრამ მგონია, რომ კარგ რამეს ვაკეთებთ, იქნება ეს უფრო ტევადი და ღირებული, გაცილებით დაახლოებული ჩვენი ქვეყნის მიზნებთან, რომ არ მოხდეს ოდესმე ამ ფრაზის გამოყენება სხვადასხვა ინტერპერტაციით“, - განმარტა ნუკრი ქანთარიამ საკომიტეტო მოსმენაზე. 

გენადი მარგველაშვილის განმარტებით კი, რედაქტირებული ჩანაწერი წინააღმდეგობაში აღარ მოვა კანონის მოქმედ რედაქციასთან, რომლის მიხედვითაც, სკოლა უნდა იყოს აპოლიტიკური და თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან.

***************

მოქმედი რედაქციით, აღნიშნული ჩანაწერი ასე გამოიყურება - „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ- ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

დეპუტატები კი პარლამენტს სთავაზობენ ასეთ ვერსიას - „ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება“;

დასაბუთებაში წერია, რომ ამ ცვლილებებით, ზოგადი განათლების შესახებ მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის სულისკვეთებასა და მოთხოვნებთან მოვა თანხვედრაში. 

განმარტებითი ბარათი სრულად იხილეთ ამ ბმულზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^