Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

17 ოჯახიდან 29 ადამიანს ჰქონდა ტყვიის შემცველობა სისხლში, მათგან 19 ბავშვია - კვლევა

02 აპრილი, 2019 17:37

გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფთან ერთად, შვედეთის მთავრობისა და ფონდ „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით, 268 სინჯში ტყვიის შემცველობა შეისწავლეს.

268 სინჯიდან 84 იყო სურსათი და წყალი, 77 სათამაშო, 34 სამშენებლო-სარემონტო მასალები, 17 საყოფაცხოვრებო მტვერი, 22 კოსმეტიკა, 21 საოჯახო და სამზარეულოს ნივთები, 5 საყოფაცხოვრებო ქიმია, 3 ბიჟუტერია და 5 სხვადასხვა. 

კვლევის მიხედვით, სინჯები აღებულია თბილისის მასშტაბით შერჩეული 17 ოჯახიდან. ამ ოჯახებში მცხოვრებ 29 ადამიანს ჰქონდა ტყვიის შემცველობა სისხლში, მათგან 19 ბავშვია.

268 სინჯიდან ტყვია აღმოჩნდა შემდეგში:

  • სურსათის 84 სინჯიდან 5-ში აღინიშნა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია;
  • სათამაშოების 77 სინჯიდან 19 სინჯში გამოვლინდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია;
  • სამშენებლო და სარემონტო მასალების 34 სინჯიდან ტყვიის მაღალი კონცენტრაცია 13 სინჯში აღინიშნა;
  • კოსმეტიკის 22 სინჯიდან 2 სინჯში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია;
  • საოჯახო და სამზარეულოს ნივთების 21 სინჯიდან 1 სინჯში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია;
  • ბიჟუტერიის 3 სინჯიდან ტყვიის მაღალი კონცენტრაცია 2 სინჯში აღმოჩნდა (მათ შორის, ერთი იყო 5 წლის ბავშვის სამაჯური);
  • სხვადასხვა კატეგორიის 5 სინჯი – ტყვია აღმოჩნდა 1-ში (2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ მაისურში).

თუმცა საყოფაცხოვრებო ქიმიის (სარეცხი და საწმენდი საშუალებების) 5 სინჯიდან ტყვია არც ერთში არ გამოვლენილა. ტყვია არ აღმოჩნდა ასევე წყალში, კერამიკის ჭურჭელსა და ოჯახში დალექილ მტვერში. საერთო ჯამში ტყვია აღმოჩნდა შესწავლილი ოჯახების თითქმის ყოველ მე-5 ნივთში, 18%-ში.
შესწავლილ 17 ოჯახში ტყვიის გავრცელების საშიშ წყაროს
წარმოადგენდა:

 სამშენებლო და სარემონტო მასალები;
 სათამაშოები;
 სუნელები;
 კოსმეტიკა;
 სამზარეულოს ნივთები;
 შეღებილი ტექსტილი. 

მიგნება ოჯახების დონეზე
კვლევის მიხედვით, 17-დან 14 ოჯახში აღებულ სინჯებში აღმოჩნდა ტყვიის საშიში კონცენტრაცია. 3 ოჯახში არ აღმოჩნდა;
„მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებს, საშუალოდ, 5 წლის წინ აქვთ სარემონტო
სამუშაოები დასრულებული ან ახალ აშენებულ სახლში ცხოვრობენ, 9 ოჯახში
ტყვიის გავრცელების (ერთ-ერთი) წყაროს სამშენებლო და სარემონტო მასალები
წარმოადგენს“.

კვლევაში წერია, რომ ბოლო დროს სუნელ-სანელებლების მიმართ გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, პროექტში ჩართული 17 ოჯახიდან 7-ში ტყვიის გავრცელების წყაროს სუნელები წარმოადგენს. აღებული სურსათის სინჯებიდან ტყვიით დაბინძურება სუნელების 6%-ზე მოდის;
 17 ოჯახიდან 7 ოჯახში ტყვიის გავრცელების წყაროს წარმოადგენს სხვადასხვა
სახეობის სათამაშო;
 17 ოჯახიდან 2 ოჯახში – ბიჟუტერია, 1 ოჯახში ტრიკოტაჟი, 1 ოჯახში კოსმეტიკა და 1 ოჯახში სამზარეულოს ნივთი.
 ერთ-ერთ ოჯახში, რომელშიც 10 და 4 წლის ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია
ყველაზე მაღალი იყო (179 ug/l და 148 ug/l ), აღებული სინჯებიდან 48.2 %-ში
ტყვიის საშიში კონცენტრაცია გამოვლინდა.
 არც ერთი ოჯახის შემთხვევაში სისხლში ტყვიის ანალიზის მიზეზი არ
ყოფილა პედიატრის რჩევა.
 ოჯახების უმრავლესობა ცხოვრობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს
მშენებლობა ან ახალი დასრულებულია. სსრკ-ის დროინდელი რემონტი და,
შესაბამისად, ძველი საღებავები არსად დაფიქსირებულა.
 თითქმის ყველა ოჯახის გარშემო აღმოჩნდა მშენებლობა და ინტენსიური
სამანქანო მოძრაობა.

ტყვია სამშენებლო-სარემონტო მასალებში
აღებული სინჯების ქიმიური ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ სამშენებლო მასალებში ყველაზე მეტია ტყვიით დაბინძურება. ოჯახების უმეტესობაში აღმოჩნდა ისეთი სამშენებლო თუ სარემონტო მასალა, რომელშიც ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა. ტყვია აღმოჩნდა ცემენტში (50 ppm), გაჯში (50 ppm), სამშენებლო ბლოკში (50 ppm), კარ-ფანჯრის საღებავებში (15 წლის) (10 ppm), კედლის საღებავში (ახალი) (50 ppm), სარკის შეღებილ ძველ ჩარჩოში (25 ppm), მეტალო-პლასტმასის ფანჯრის რაფაში (10-25 ppm), შპალერსა (10 ppm) და იატაკის ლამინატში (მცირედით - 5 ppm).


ტყვია სათამაშოებსა და ბავშვის ნივთებში
კვლევის მიხედვით, ტყვია აღმოჩნდა ბავშვის სათამაშო მატარებელში (50 ppm), საწერ კალამში (50 ppm), ბავშვის სამაჯურში (50 ppm), ნაკლებად ცნობილი ბრენდის ფერად ფანქრებში (25 ppm), (ჩინური წარმოების) ბავშვის გასაფერადებელ რვეულსა (5-10 ppm) და სალარო აპარატში (25 ppm), kubik-rubiki (50 ppm), ასაწყობ კუბიკებში ქართული ანბანით (25 ppm) და მოზაიკურ თავსატეხებში (ფაზლებში) (25 ppm), მალაიზიური წარმოშობის სხვადასხვა ფრად შეღებილი მეტალის მანქანებში (50 ppm, 50 ppm და 10 ppm), მეტალის მანქანა „მაქვინში“ (25 ppm), ფერად რობოტებში (50 ppm), საბავშვო მაკრატელში (50 ppm), ბავშვის საწოლის ანათალში (მასალა MDF) –10 ppm. 

„ბავშვებზე ტყვია არა მარტო სათამაშოების ლოკვით, ღეჭვითა და პირში ჩადებით ზემოქმედებს, არამედ სათამაშოების პატარა ნაწილების გადაყლაპვითაც“, - ვკითხულობთ კვლევაში.

ტყვია სურსათში
სურსათიდან აღებულ სინჯებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება სუნელებში - ხარჩოს სუნელი, დაფქვილი წითელი წიწაკა (4.8 მგ/კგ).

განსაკუთრებით საგანგაშოა „კარფურში“ შეძენილ ყვითელ ყვავილში (1321 მგ/კგ ტყვიის კონცენტრაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას 246-ჯერ აღემატება. ასევე გადაჭარბებული ნორმა დაფიქსირდა შავ ჩაიში (1,6 მგ/კგ) ვფიქრობთ, რომ მიუხედავად გამკაცრებული რეგულაციებისა, ზოგიერთ სუპერმარკეტსა თუ საცალო ვაჭრობის ობიექტებში მაინც ხვდება ტყვიის ჭარბი შემცველობის სუნელები, რაც მეტად საზიანოა ადამიანების ჯანმრთელობისათვის. საკვებ პროდუქციაში, სუნელების გარდა, აღსანიშნავია ბულიონის („გალინა ბლანკას“) კუბებში ტყვიის ჭარბი კონცენტრაცია, რაც საბოლოო ჯამში ბავშვებისა და მოზრდილების ჯანმრთელობაზე აისახება. 

ტყვია კოსმეტიკურ საშუალებებსა და ბიჟუტერიაში
კვლევაში წერია, რომ კოსმეტიკური საშუალებებიდან ოჯახების უმრავლესობა იყენებდა გერმანულ, ფრანგულ და ამერიკულ ბრენდებს, რომელთა სინჯებშიც არ აღმოჩნდა თვისობრივი მეთოდით ტყვიის კონცენტრაცია, ნაკლებად ცნობილ ბრენდებში კი (რუჟი ე.წ. „რუმიანა“,10-25 ppm) საყურე სვაროვსკის თვლებით (25-50 ppm-ის) საკმაოდ მაღალი ტყვიის კონცენტრაცია გამოვლინდა.

ტყვია სხვა ნივთებში
კვლევით, საოჯახო ნივთებიდან აღებულ სინჯებში აღინიშნა ტყვიის კონცენტრაცია, ხოლო სამზარეულოს მეტალის ჩანგალში (სახელურში, რომელიც ოქროსფრად იყო შეღებილი) საკმაოდ დიდი რაოდენობით (50 ppm) აღმოჩნდა ტყვია. ასევე ტყვია აღმოჩნდა ტრიკოტაჟის ნაწარმში - 2 წლამდე ასაკის ბავშვის მაისურში, წითლად შეღებილ მაისურსა (10 ppm) და სარეცხის სამაგრში (50 ppm).

ტყვია ქუჩის მტვერში

კვლევის ფარგლებში შეირჩა თბილისის ერთ-ერთი ინტენსიური მოძრაობის ქუჩა
(თამარაშვილის ქუჩა), სადაც მანქანები 24 საათის განმავლობაში მოძრაობენ, არის 2
ბენზინგასამართი სადგური და მშენებლობები. ამ ქუჩაზე დამონტაჟდა სპეციალური
ხელსაწყო, რომელზეც 5 დღის განმავლობაში ილექებოდა ქუჩის მტვერი, ხოლო 5
დღის შემდეგ ხელსაწყოზე დალექილი მტვრის სინჯში ტყვიის კონცენტრაცია
შეისწავლეს თვისობრივი მეთოდით. თამარაშვილის ქუჩის გზის პირზე ხუთი დღის
განმავლობაში დალექილი მტვრის სინჯში ტყვიის კონცენტრაციამ 25 ppm შეადგინა.
მტვერში ტყვიის შემცველობის დაფიქსირება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 120 საათის დალექვის შემდეგ. ეს თბილისის ამ ქუჩაზე წარმოქმნილ მტვერში ტყვიის
კონცენტრაციის არსებობაზე მეტყველებს. ის ადამიანები, რომელნიც თბილისის
ცენტრალურ უბნებში რეგულარულად მოძრაობენ, გარკვეული საფრთხის წინაშე
შეიძლება იდგნენ, რადგან შესაძლოა, მათ ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაცია ქუჩაში წარმოქმნილი მტვრის ნაწილაკებით. 
ქუჩის მტვერში ტყვიის წყარო შეიძლება რამდენიმე იყოს: 1) მშენებარე ობიექტებზე
წარმოქმნილი მტვერი და სამშენებლო მასალების ჰაერში გაფრქვევა. ლითონების,
სამრეწველო პროდუქციის, ელექტროენერგიისა და სამშენებლო პროდუქტის
წარმოება; 2) უკატალიზატორო ავტომობილების შიდა წვის პროცესიდან
გამოტყორცნილი ტყვიის შენართები. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ
საავტომობილო გამონაბოლქვში ტყვიის ზომა მერყეობს 0,1-დან 1,0 მმ-მდე. აღნიშნული მიგნებით შეიძლება აიხსნას ის, რომ იმ ოჯახების უმეტესობას აქვს სისხლში ტყვიის შემცველობა მაღალი, ვინც ქალაქის ცენტრალურ უბნებში ცხოვრობს. ქალაქის შუაგულში ინტენსიურად მიმდინარეობს მშენებლობები და აღინიშნება მანქანების გადატვირთული მოძრაობა, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ადამიანების ორგანიზმში ტყვიის ჭარბი კონცენტრაციის დაგროვებას. ამ საკითხზე საბოლოო დასკვნისთვის საჭიროა დაკვირვება დინამიკაში და ქიმიური ანალიზი ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრიის გამოყენებით, ამ სფეროში სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში, რაც საქართველოში არ არსებობს.  


წინამდებარე კვლევა დაიწყო წინასწარი შეფასებით, რომლის დროსაც თბილისის
სხვადასხვა უბანში (იხ. რუკა) შეირჩა ის ოჯახები, რომელთაც სისხლში
აღმოაჩნდათ ტყვიის შემცველობა. ამასთანავე, ის ოჯახები, რომელთა ერთ წევრს
მაინც ჰქონდა სისხლში მაღალი შემცველობა და ასევე ოჯახები,
რომელთა სისხლში ტყვიის დონე ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან ახლოს ან
ნაკლები იყო, რათა მრავალფეროვანი ყოფილიყო კვლევის შედეგები. ისინი პროექტის მონაწილეებს უგზავნიდნენ თავიანთ საკონტაქტო ინფორმაციას და ანალიზის პასუხებს, რის საფუძველზეც პროექტის წარმომადგენელი უკავშირდებოდა მათ და უთანხმდებოდა ვიზიტის თარიღსა და დროზე. ოჯახში მისვლის დროს ივსებოდა წინასწარ შედგენილი ანკეტა, რომელიც შედგებოდა,საშუალოდ, ასი ძირითადი და ჩაშლილი კითხვებისგან. კითხვარის შევსების შემდეგ ხდებოდა სინჯების აღება. 

შერჩეულ ოჯახებში მრავალი სახეობის სინჯი აიღეს სპეციალისტებმა და
სხვადასხვა დაწესებულებაში მომუშავე მოხალისეებმა. სინჯები აიღეს: ონკანის წყლიდან, რძისა და ხორც პროდუქტებიდან, სუნელებიდან, მარილიდან, პურპროდუქტებიდან და მისი ნაწარმიდან, ტკბილეულიდან, ბოსტნეულიდან, ხილიდან, მარცვლეულიდან, საყოფაცხოვრებო მტვრიდან, სათამაშოებიდან, ინტერიერის საღებავიდან, სამშენებლო მასალებიდან, ტრიკოტაჟიდან, კერამიკული ნაწარმიდან და სამზარეულოს ნივთებიდან. სასურსათო პროდუქციისა და წყლის სინჯებში ტყვიის შემცველობა განისაზღვრა რაოდენობრივი ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრის გამოყენებით, სერტიფიცირებული ლაბორატორიის „ხარისხის ლაბორატორიის“ მიერ, ხოლო დანარჩენ სინჯებში ტყვია განისაზღვრა სწრაფი ტესტის საშუალებით, რომელიც თვისობრივ რეაქციაზეა დამყარებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^