Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► „არასასურველი კლიენტი ხარ“ - ტრანსგენდერი ქალები „მაჭახელაში“ არ შეუშვეს

04 აპრილი, 2019 12:36

ამ დილით ტრანსგენდერი ქალები დაცვის თანამშრომლებმა „მაჭახელაში“ სასაუზმოდ არ შუშვეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეუბნება დაცვის თანამშრომელი ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალს, რომ ის არასასურველი კლიენტია და ამიტომ არ უშვებს. 

გაბრიელა როსკიპოვა „ლიბერალთან“ ამბობს, რომ ის მას შემდეგ მივიდა ადგილზე, როდესაც მეგობრებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ არ უშვებდნენ რესტორანში. 

„ერთ-ერთი ჩემი მეგობარი თმით გამოათრია დაცვამ, დაზიანებებიც აქვს“, - ამბობს გაბრიელა. მან შეძლო და ვიდეოც გადაიღო, სადაც დაცვის თანამშრომელი ამბობს, რომ ისინი გაშავებულები არიან და ამიტომ არ უშვებენ რესტორანში.

ტრანსგენდერმა ქალებმა პოლიციაც გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება დაიწყო შესაძლო ძალადობის მუხლით. 

„ლიბერალი“ რესტორანს დაუკავშრდა. როგორც „მაჭახელაში“ გვითხრეს, ადგილზე არ არის მენეჯერი და ვერ გვიპასუხებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^