Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იყოს სტადიონი - პოროშენკო ზელენსკისთან დებატებს დასთანხმდა

04 აპრილი, 2019 14:48

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არჩევნების მეორე ტურში მისი ერთადერთი კონკურენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვას, პოლიტიკური დებატების კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართვის შესახებ, Twitter-ზე გამოეხმაურა. 

„ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, მიხარია, რომ თუმცა არადსამაჯერებლად, მაგრამ მაინც მიიღეთ დებატებში მონაწილეობის გადაწყვეტილება. ჩვენ სხვადასხვა ვართ. ჩვენი გეოპოლიტიკური კომპასის ისრები დიამეტრულად განსხვავებულ მხარეებს უჩვენებს. ჩვენი ქვეყანა - ძლიერი ევროპული უკრაინაა, რომელიც არანაირ ვითარებაში, არავის წინაშე არ დაიჩოქებს!“, - აღნიშნა პოროშენკომ.

მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, „დებატები არ არის შოუ. საარჩევნო კამპანია ეს არის მოვლენა, რომელიც წლობითა და ათწლეულობით ადრე განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. ეს სახუმარო არ არის. იყო პრეზიდენტი და ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელი - ეს არ ნიშნავს თამაშს და თავის მოწონების სურვილს. ეს ნიშნავს, იღებდე პასუხისმგებლობას ადამიანებისა და ქვეყნის წინაშე, უკრაინის შიგნით და საერთაშორისო დონეზე“, - დაამატა პოროშენკომ.

მისი სიტყვების მიხედვით, დებატები არ არის სასტადიონო სანახაობა. „დებატები - ეს სერიოზული დისკუსიაა ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შესახებ, მისი ღირებულებების, ისტორიული ვექტორის, პრიორიტეტების შესახებ. ქვეყანა არა მარტო ირჩევს, არამედ მას ანდობს თავის ბედს“, - განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა. - „დებატების წესები გაწერილია პრეზიდენტის არჩევის კანონში, წაიკითხეთ ის, თუ შეიძლება. ის შეიძლება მიმდინარეობდეს საზოგადოებრივი ტელევიზიის ბაზაზე, ყველა ტელეარხის ტრანსლაციით ათობით მილიონი ადამიანისთვის. ასეთი წესებია დადგენილი. მაგრამ, რადგან სტადიონი, იყოს სტადიონი. მე გელოდებით, ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ“, - ხაზი გაუსვა მან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^