Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოცდებზე კანონპროექტი ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდა, უცვლელია გუნდის გადაწყვეტილება - ჯაში

05 აპრილი, 2019 14:26

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განმარტებით, გამოცდებთან დაკავშირებული კანონპროექტი ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდა და გუნდის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. 

„რამდენიმე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებაში. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა. პირველი, არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე.

ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა, რეგლამენტიდან გამომდინარე, ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს და დარწმუნებული ვარ, ამ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა," - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

მარიამ ჯაში მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მიმართავს, რომ საგანგაშო არაფერია, „აღნიშნულით არ იცვლება ის მოცემულობა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდს აქვს მიღებული“.

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის პროექტს. აღნიშნული პროექტი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას გულისხმობს. 

კანონის მიღებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 54 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. კვორუმი იყო 63. კანონპროექტი პარლამენტმა ვერ მიიღო. 

კანონის პროექტი ითვალისწინებს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^