Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეალობა არაა ისეთი მძიმე, როგორიც არის განცდა და აღქმა მისი - ივანიშვილი

10 აპრილი, 2019 0:21

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოება დავაბრუნოთ რეალობაში. რეალობა არ არის ისეთი მძიმე როგორიც არის განცდა და აღქმა მისი“,-ამის შესახებ ბიძინა იანიშვილმა ტელეკომანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

„შედარებას გავაკეთებ რომ ჩვენზე ღარიბ ქვეყნებში ბედნიერების ინდექსი ჩვენზე მაღალია, აი საფრანგეთში კი ჩვენზე დაბალი“,-თქვა ივანიშვილმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ხიდი ჩატყდა, თუმცა მას აქვს ობიექტური მიზეზები. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა ოპონენტი არის „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების განწყობა არის მძიმე. 

„დიდი შეღავათები მიიღო ყველა ფენამ ჯანდაცვიდან და სხვა პროგრამიდან გამომდინარე, მაგრამ კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი და მალე ივიწყებს და უნდა მუდმივად იყოს ტენდენცია უკეთესობისკენ. მაგრამ იმ ფონზე, როცა გვყავს ასეთი ოპონენტი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სიცრუეს აფრქვევს მუდმივად, საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე. მე საჯაროდაც ვიტყვი, გუნდშიც რამდენჯერმე მქონდა ამაზე საუბარი, კლევვაც ჩავატარეთ. ნიჰილიზმი, მე უფრო ხშირად ვამბობ სასოსწარკვეთილება - ამის მიზეზია ობიექტური აღქმა და ოპონენტები რას შვებიან და შედეგი ესაა“,-თქვა ივანიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^