Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახდებიან თუ არა ოპოზიციის ოპოზიცია „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - პოლიტოლოგების შეფასება

12 აპრილი, 2019 13:31

გუშინ თბილისის საკრებულოს წევრებმა ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს და ისინი პოეტ დათო მაღრაძის მიერ შექმნილ მოძრაობას „დაიცავი საქართველოს“ შეუერთდნენ. 

მოძრაობის საგანგებო შეკრებას, აგრეთვე უერთდებიან „ქართული ოცნებიდან" წასული ეკა ბესელია და მისი თანამოაზრე დეპუტატები. 

საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, რამდენად აქვს შანსი მოძრაობას, გახდეს რეალური ოპოზიცია და არის თუ არა ეს პროცესი ივანიშვილის მიერ მართული?

პოლიტოლოგი გია ნოდია „ლიბერალთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს მოძრაობა ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს. 

„მესამე ძალა უკვე გაცვეთილი სიტყვაა. მესამე ძალა უკვე ბევრი არსებობს. იგივე „ევროპული საქართველო“ მესამე ძალაა და სხვებსაც აქვთ პრეტენზია, რომ მესამე ძალაა. არ აქვს მნიშვნელობა მესამე იქნება თუ მეშვიდე, მთავარია, რომ რაღაც ძალა გახდეს, პოპულარობა მოიპოვოს და კონკურენცია შეძლოს პოლიტიკურ ბაზარზე. დათო მაღრაძე რომ უდგას სათავეში და არა ეკა ბესელია, ეს ამაღლებს მის შანსებს“, - ამბობს ნოდია. 

მისი თქმით, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, 2020 წლისთვის არ არის გამორიცხული „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვოს მანდატების ნახევარზე მეტი და შესაძლოა, საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება და შესაძლოა, ეს ძალა უფრო სასურველ პარტნიორად იქცეს „ოცნებისთვის“, ვიდრე სხვა. 

„ნამდვილად არ გამოვრიცხავ, 2020 წლისთვის „ქართული ოცნებისთვის“, თუ ის აღმოჩნდა პარლამენტში, ეს ძალა იყოს უფრო სასურველი პარტნიორი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. მაგრამ ეს არ იქნება მაინც იგივე, რაც დღეს არის, იმიტომ, რომ დღეს ვინც არის უმრავლესობა, ის არის  პირადად ბიძინა ივანიშვილის ჯარისკაცი, ხოლო, ვინც არ მოინდომა ჯარისკაცობა, ის წავიდა“, - განუცხადა ნოდიამ „ლიბერალს“. 

გია ნოდია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები განაწყენებული არიან ივანიშვილზე, მაგრამ  ჯერჯერობით არიან ოპოზიციის ოპოზიცია და არა ივანიშვილის. 

„ისინი ჯერჯერობით არ არიან ნამდვილი ოპოზიცია, მათი სამიზნე არ არის ივანიშვილი, მათი სამიზნე არის ოპოზიცია. ისინი არიან ოპოზიციის ოპოზიცია უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ოპოზიცია. შესაბამისად ისინი ნამდვილი ოპოზიცია არ არიან. არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ივანიშვილი ურჩევნია „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ივანიშვილის ბოლომდე აღარ უჭერენ მხარს. 

მე მგონია, რომ ისინი ნამდვილად განაწყენებული არიან ივანიშვილზე. მათ ვერ იპოვეს მათთვის შესაფერისი ადგილი ივანიშვილის ორბიტაზე, ისინი ჩააჩოჩეს. ივანიშვილმა წამოწია კობახიძე, თალაკვაძე და ა.შ. ხოლო პარტიიდან წასულები უკანა პლანზე გადაიყვანა და ვფიქრობ, რომ ეს მათი პირადი მოტივია, მაგრამ პირადი მოტივი არ არის გადამწყვეტი, შემდეგ უკვე ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წარმატებული გახდება ეს მოძრაობა, თუ პარტია“, - აცხადებს ნოდია. 

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს მიაჩნია, რომ პარტიიდან წასული დეპუტატები რეალურად განაწყენებული არიან ივანიშვილზე. 

„არ მგონია, რომ ეს პროცესი არის ივანიშვილის მიერ მართული. დათო მაღრაძეს აქვს რაღაც თავისი პრინციპები და წითელი ხაზები, რომლებიც, ჩემი აზრით, ივანიშვილმა გადაკვეთა. სხვა ამბავია ის, რამდენად შეიქმნება აქედან ძლიერი პოლიტიკური ძალა. არცერთი მათგანი პოლიტიკოსი არ არის, მათ არ აქვთ პოლიტიკური პარტიისთვის საჭირო ფული. ამ ეტაპზე ფაფხური და მეტი არაფერი, გულწრფელად განაწყენებული ხალხის ფაფხურია“, - განუცხადა თორნიკე შარაშენიძემ „ლიბერალს“. 

არის თუ არა შანსი, რომ ივანიშვილს დასჭირდეს ეს ძალა არჩევნების შემდეგ? - თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ თუ ივანიშვილს ეს ძალა მომავალში დასჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს ძალიან გაუჭირდა. მისი თქმით, შესაძლოა, პარტიიდან წასულებს ამ ეტაპზე ჰქონდეთ იმედი, რომ ივანიშვილი გაიაზრებს შეცდომებს. 

თუ ივანიშვილს მომავალში იმდენად გაუჭირდება, რომ გაიხსენებს გაქცეულებს. ე.ი. მას უკვე აღარაფერი ეშველება, ასეთ სიტუაციაში თუ აღმოჩნდა და აქამდე მივიდა, არა მგონია, ამ ადამიანებმა თავი გამოაყენებინონ ივანიშვილს. შეიძლება, მათ ამ ეტაპზე ჰქონდეთ იმედი, რომ შექმნიან მოძრაობას და ივანიშვილის ყურადღებას მიიქცევენ, ის კი თავის შეცდომებს გაიაზრებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმედგაცრუება ელოდებათ“, - თქვა შარაშენიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^