Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია - ოპოზიცია აჭარის ტელევიზიაზე

12 აპრილი, 2019 13:43

 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივაზე, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ, ოპოზიციამ გაერთიანებული ბრიფინგი გამართა. 

 განაცხადება 6-მა პოლიტიკური პარტიამ, „ერთიან ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „შენების მოძრაობამ", „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „ახალმა საქართველომ“ და „ემსახურე საქართველომ“ გაავრცელა.  

ინფორმაციას აჭარის ტელევიზია აქვეყნებს.

ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფელაბას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვიტა. 

„როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვიტა, ამ გეგმის ნაწილია დირექტორის გადაყენება'' - განაცხადეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სპეციალურ ბრიფინგზე. 

ისინი მრჩეველთა საბჭოს წევრებს წევრებს, მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და საელჩოებს მიმართავენ. 

მოვუწოდებთ: 

1. აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს არ მისცეს საშუალება ხელისუფლებას ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევისა;

2. არასამთავრობო ორგანიზაციებს მოახდინონ ტელევიზიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მონიტორინგი და შეფასება;

3. საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებითა და ქვეყანაში მედიათავისუფლებაზე ხელისუფლების მიერ დაწყებული მორიგი შეტევით'' - ამბობენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^