Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოლო წლებში გამორჩეულ მედია სივრცედ იქცა - EMC აჭარის ტელევიზიას სოლიდარობას უცხადებს

12 აპრილი, 2019 17:56

ადამიანის უფლებების სწავლბისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აჭარის ტელევიზიას სოლიდარობას უცხადებს. ორგანიზაციის შეფასებით, აჭარის ტელევიზია ბოლო წლებში გამორჩეულ მედია სივრცედ იქცა, რომელიც ახერხებს სოციალური ჯგუფების რეალური საჭიროებების, უკმაყოფილების და ინტერესების ჩვენებას და არის თავისუფალი პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან.

„მან შექმნა თავისუფალი, ეთიკური და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მედიის მნიშვნელოვანი გამოცდილება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ წლების განმავლობაში შექმნილი უნდობლობის ფონზე, რაც ხელისუფლების მხრიდან ამ მედია პლატფორმის კონტროლის პრაქტიკის და პოლიტიზირების შედეგი იყო, აჭარის ტელევიზიამ ბოლო წლებში მოახერხა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ ნდობის და ინტერესის გაჩენა.

სამწუხაროა, რომ დღეს აჭარის ტელევიზიის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი (რომლებიც ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით არიან წარდგენილები) ითხოვს და არსებობს რისკი, რომ მისი დირექტორის ნათია კაპანაძის გადაყენების საკითხი დადგეს. ჩვენთვის გაუგებარია რა არის მრჩეველთა საბჭოს ნაწილის ინიციატივის მიზანი და ჩნდება მაღალი ეჭვი, რომ ეს ინიციატივა არსებულ რთულ პოლიტიკურ რეალობას და მძიმე წინასაარჩევნო კონტექსტს და ამ პირობებში ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის რევიზიის ინტერესს უკავშირდება, "- ნათქვამია EMC-ის მიერ გვარცელებულ მხარდამჭერ წერილში. 

EMC მოუწოდებს მრჩეველთა საბჭოს დაიკავოს სამართლიანი და ობიექტური პოზიციები ამ პროცესში და საკუთარი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ჯეროვნად გაიაზროს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^