როკმუსიკოსს, ბორის გრებენშიკოვს სასულიერო პირმა მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან დაკვრა შეაწყვეტინა. ვიდეო გრებენშიკოვის ჯგუფის, აკვარიუმის ტურ-მენეჯერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„დაანებეთ. გადაიყვანეთ… რა კონცერტებს მართავ აბა ეკლესიის ეზოში, რა დისკოთეკებს მართავ… ცნობილი კი არა, რა კონცერტებს მართავ...“,- მიმართა მას სასულიერო პირმა.
დღეს, 14 აპრილს თბილისში ბორის გრებენშიკოვისა და ჯგუფ აკვარიუმის კონცერტი გაიმართება.