Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოკითხული მოსწავლე ბიჭების 56%-ს და გოგოების 44%-ს შეხება აქვს აზარტულ თამაშებთან - კვლევა

15 აპრილი, 2019 12:05

არასამათავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრმა“ აზრატულ თამაშებთან დაკავშირებით 14-დან 18 წლამდე მოზარდები გამოკითხა. ცენტრის ინფორმაციით, სულ 500 მოსწავლე გამოკითხეს. 

შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხული მოსწავლე ბიჭების 56%-სა და გოგოების 44% -ს შეხება აქვს აზარტულ თამაშებთან. 

აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა, გუგა ბესელიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესცენტრში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც კვლევის შედეგებზე ისაუბრა. 

„ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა რომ საერთო ჯამში გამოკითხული სკოლის მოსწავლეების 48%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს 18 წლამდე მოზარდებისთვის აზარტულ თაშებთან შეხებას. ტენდენცია არის ისეთი, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ. მაგალითად, თუ გამოვაკლებთ ამ გამოკითხვას 14 წლის მოსწავლეების მონაცემებს და შევხედავთ 15-დან 18 წლამდე ასაკის სტატისტიკას, მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება და შეადგენს 59%-ს", - ამბობს გუგა ბესელია. 

მან საინფორმაციო არხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოზარდები ინფორმაციას ონლაინსამორინეების შესახებ ძირითადად იგებენ ინტერნეტრეკლამებით, 75%-ს სწორედ ეს შეადგენს. მისივე თქმით, ასევე, პრობლემაა ბილბორდები, რადგან ხშირად სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ბილბორდებზეც არის ონლაინ აზარტული თამაშების რეკლამა. 

„რეგისტრაცია ხდება ძალიან მარტივად. თვითონ ონლაინსამორინეებს აქვს ძალიან სუსტი კონტროლის მექანიზმი - ნებისმიერ ფიზიკურ პირს საქართველში შეუძლია ინტერნეტსამორინეში დარეგისტრირება და თამაში. ჩვენ ჩავატარეთ ცდა, ჩემი შვილი, რომელიც არის 5 წლის, ჩვეულებრივ მისი დაბადების მოწმობით დავარეგისტრირეთ ერთ-ერთ სამორინეში. ეს არის სრულიად ზღვარგადასული და დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემა", - ამბობს გუგა ბესელია. 

ცენტრის წარმომადგენლის თქმით, გამოკითხვა მოიცავს იანვარი-თებერვლის პერიოდს და გამოიკითხა თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები. გუგა ბესელია ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში, მართავენ ტრენინგებს და სემინარებს სკოლებში და მოსწავლეებს აწვდიან ინფორმაციას, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდნენ, თუ ცხოვრებას აზარტულ თამაშებს დაუკავშირებენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
15 ივნისი
15 ივნისი

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირი ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ ა ...
^