Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2 წელში ეპარქიებს 1 434 627 ლარი გამოუყო - TI

15 აპრილი, 2019 11:51

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დასაფინანსებლად ჯამში 1 434 627 ლარი დახარჯეს.

შედარებისათვის: 2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტების  მიერ გაცემული თანხის ჯამურმა ოდენობამ 1 267 604,3 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტებმა წინა პერიოდის მსგავსად, 2017-2019 წლებშიც ფინანსური დახმარება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაუწიეს.

თუ 2017 წელს მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 466 862 ლარი შეადგინა, 2018 წელს გაცემული თანხის ოდენობა თითქმის გაორმაგდა და ჯამში მუნიციპალიტეტებმა ეკლესიისათვის 804 464 ლარი გასცეს.

ორგანიზაციის ცნობით, ამავე პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკლესიას სახელმწიფოსგან ორი უძრავი ქონება გადაეცა: ჩხოროწყუში, სოფელი ხაბუმეში მდებარე 1886 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და ქალაქ სენაკში, სამხედრო დასახლებაში მდებარე 2663 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა‐ნაგებობა. ოფიციალური დოკუმენტებით, გაურკვეველია აღნიშნული ქონების გადაცემის საფუძველი და მიზანი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან რელიგიური ორგანიზაციების დასაფინანსებლად თანხა არ გაუცია მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს:

  • ყველაზე მეტი თანხა - 500 000 ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა დახარჯა, მან ეკლესიებისა და საკვირაო სკოლების მშენებლობა დააფინანსა. ამავე პერიოდის განმავლობაში 50 000 ლარი გამოყო ვლაქერნობის ფარგლებში „საპატიო სტუმრებისათვის ტრაპეზის მოსაწყობად”
  • მესტიის მუნიციპალიტეტმა თანხა (439 958 ლარი) გამოყო ცალკეული ეკლესიებისა და მონასტრების, მათ შორის მესტიისა და ზემო სვანეთის საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობისათვის.
  • ხობის მუნიციპალიტეტმა 13 631 ლარი დახარჯა ხობის დედათა მონასტრის ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარავად
  • ფოთის მერიამ ჯამში 237 537 ლარი დახარჯა, საიდანაც 94 719 ფოთის საკათედრო ტაძრის ელექტროენერგიის ხარჯებს მოხმარდა, 142 818 კი ამავე ტაძრის სარემონტო სამუშაობს
  • აბაშის მუნიციპალიტეტმა 50 000 ლარით დააფინანსა საკვირაო-სამრევლო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები
  • მარტვილის მუნიციპალიტეტმა არ მოგვაწოდა დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები გაიმართა გამოყოფილი 77 500 ლარით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^