Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით დეპუტატებს მოხსენებით მიმართავს

15 აპრილი, 2019 12:02

„საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წევრთა არჩევის წესის რეფორმას. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული უფლებამოსილება და 2019 წლის 27 მარტს მივმართეთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და ვთხოვეთ დასკვნის მომზადება კანონპროექტის გარშემო მაქსიმალურად დაჩქარებულად", - სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„2019 წლის 12 აპრილს ცნობილი გახდა რომ იურიდიული კომიტეტი გეგმავს კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით 2019 წლის 15 აპრილისთვის. სამწუხაროდ, ეს ხდება ვენეციის კომისიის მოსაზრების წარდგენამდე და საზოგადოებას არ განემარტა აღნიშნულის მიზეზები საჯაროდ.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში ფორსირებულად მიმდინარეობს პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, პირველად ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, მიიღო გადაწყვეტილება – გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მიმართოს მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე. მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას უპასუხოს პარლამენტის წევრთა კითხვებს.

სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი მოთხოვნის წერილი უკვე გადაგზავნილია. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მოხსენების წარდგენის თარიღს. სახალხო დამცველმა ასევე, მოითხოვა ბიუროს სხდომაზე დასწრება და საპროცესო საკითხების გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება", - წერს სახალხო დამცველი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^