Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცალკეული ორგანიზაციები უტევენ რწმენას, რელიგიას და ოჯახურ ფასეულობებს - კობახიძე

15 აპრილი, 2019 12:32

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ცალკეული ორგანიზაციები და სუბიექტები უტევენ რწმენას, რელიგიას და ოჯახურ ფასეულობებს. მისი თქმით, ამ ფასეულობებს სჭირდება დაცვა, ხოლო ლადო კახაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია, იზიარებს ამ ღირებულებებს. 

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირებულებები და ამ ღირებულებებს იზიარებს ბატონი ლადო კახაძე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციები, ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და ზუსტად ამას გულისხმობს ლადო კახაძე.

ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობაა მათ შორის ოჯახი, მათ შორის რელიგია, რწმენა, რომელსაც უტევენ, სამწუხაროდ, კონკრეტული სუბიექტები.

ამ ფასეულობებს სჭირდება დაცვა როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან. არიან კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ფორმით უტევენ რწმენას, რელიგიას და ოჯახურ ფასეულობებს. არ მინდა აქ ჩაღრმავება, მთავარია, თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ ეს ფასეულობები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ლადო კახაძის განცხადების შესახებ, რომლის მიხედვით, ლიბერალური ფრთა ოჯახურ ფასეულობებს ვნებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^