Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბავშვო ფესტივალზე მიმავალ გუნდში 17-დან 5 იყო ბავშვი - რატომ არ შეუშვეს „გორდა“ ისრაელში

15 აპრილი, 2019 13:29

ცეკვის ანსამბლ „გორდას“ ისრაელში არშეშვებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალში მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენები კი 25 წლის ზემოთ პირები“. უწყების ცნობით, ისრაელში წასული ანსამბლის შემადგენლობა საქართველოში 17 აპრილს დაბრუნდება. 

„ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგელობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო, მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის, შეეძინათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებელ უახლოეს რეისზე, თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, კომპანია myway-ს, რომლის მეშვეობითაც ჩამოვიდნენ ისინი ისრაელში, თბილისში უახლოესი რეისი აქვს 17 აპრილს 13:30 საათზე“, - აცხადებს სამინისტრო

უწყების განცხადებით, საქართველოს კონსული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად აეროპორტის წინასწარი განთავსების დაწესებულებაში გაემგზავრა. „ასევე, კონსული უკვე ესაუბრა სადეპორტოს ადმინისტრაციას და სთხოვა, განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ბავშვებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ 5 ბავშვიდან 3-ს თან ახლავს ორივე მშობელი, მხოლოდ ორი ბავშვია მშობლის გარეშე“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^