Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგი წულაიას ზესტაფონის მერობა სურს

15 აპრილი, 2019 13:55

ზესტაფონის მერობისთვის „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ქუთაისიპოსტი“ ავრცელებს.

გოგი წულაიამ ზესტაფონის მერიის შენობის წინ ბრიფინგი გამართა. ის კანდიდატად პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ წარადგინა.

„ზესტაფონლებს არ დავპირდები, რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ. ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც ფერო წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში, ბიუჯეტში. აქ არის ყველაზე მეტი ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანი", - განაცხადა გოგი წულაიამ.

„ქუთაისიპოსტის“ ცნობით, გოგი წულაიას შუალედურ არჩევნებში მხარს უჭერენ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა", „ეროვნულ პატრიოტული მოძრაობა" და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^