Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი - გახარია ავტოავარიებზე

16 აპრილი, 2019 12:59

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა წარადგინა.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი  გახარიამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ ავტოსაგზაო  შემთხვევების მაღალ მაჩვენებელსა და მის შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბებზე ისაუბრა. 

„ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი გახლავთ ის, რომ საზოგადოებას გავაცნოთ, რა მიდგომა უნდა გვქონდეს ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ყველა კვლევით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, საქართველო გზებზე დაკარგული მოსახლეობის რაოდენობით არის ლიდერი, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაშიც. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი.

ჩვენ არ ვსაუბრობთ რომელიმე უწყების კარგ ან ცუდ მუშაობაზე, ჩვენ  ვსაუბრობთ კონკრეტულ მიზეზებზე: ეს გახლავთ სიჩქარის გადამეტება, საპირისპირო მოძრაობაზე გამოსვლა, საგზაო ნიშნის მონაცემების არ 
დამორჩილება, სიმთვრალე. ეს არის საზოგადოების საერთო პრობლემა და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თითოეული საზოგადოების წევრის პირდაპირი ვალდებულებაა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და რეალურად შევაფასოთ ის გამოწვევა, რომელიც არის ჩვენს გზებზე.

ვერც ერთი უწყება, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზების დეპარტამენტი, მერია, მარტო ამ პრობლემას ვერავინ მოაგვარებს, რადგან ეს გახლავთ მთლიანად საზოგადოების გამოწვევა. ამ პრობლემის მოგვარებას ცალკე აღებული ვერ უშველის ვერც ტექდათვალიერების გამართული ფუნქციონირება.

2017 წელს, ჩვენს გზებზე იყო  მხოლოდ და მხოლოდ 170 კამერა, დღეს არის 2600, წლის ბოლომდე იქნება 5000. კონტროლის მექანიზმები იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი, სიჩქარის გადაჭარბების სექციური კამერები წლის ბოლომდე დაფარავს საქართველოს გზების  700 კილომეტრს, ჩამოყალიბდა ავტოსაგზაო შემთხვევების სიღრმისეული შესწავლის სისტემა, შავი წერტილების გამოვლენის და მათი გამოსწორების და კიდევ ბევრი რამ, '.-განაცხადა გიორგი  გახარიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^