Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნოტრ-დამის რეკონსტრუქციისთვის ბიზნესმენებმა თანხის შეწირვა დაიწყეს

16 აპრილი, 2019 13:57

პარიზის მერმა, ანა იდალგომ განაცხადა, რომ იგეგმება  დონორთა საერთაშორისო კონფერენცია, რათა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის თანხის შეგროვება მოხერხდეს. 

ფრანგი მილიარდერი ბერნარდ არნო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ასევე, ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გამოყოფს ფრანგი მილიარდერი ფრანსუა პინო. ტაძრის აღსადგენად გრანტს გამოყოფს ასევე ევროკომისია, თუმცა გრანტის რაოდენობა ზარალის დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

პარიზის მერის, ანა იდალგოს განცხადებით, ქალაქს აქვს ფონდი, რომელიც ამოქმედდება. მერის თქმით, ფონდის ბიუჯეტში 80 მილიონი ევროა, რომელიც ეკლესიების რესტავრაციისთვის არის განკუთვნილი. 

მეხანძრეები პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს 9 საათის განმავლობაში აქრობდნენ. 

„ტაძრის სტრუქტურა გადარჩენილია, ასევე, გადარჩენილია ტაძარში დაცული ხელოვნების ნიმუშები და არტეფაქტები. სხვადასხვა სამსახური განაგრძობს კოორდინირებულ მუშაობას“, - განაცხადეს პარიზის სახანძრო დეპარტამენტში. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილის საღამოს ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი. 

ხანძრის მიზეზი უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის სავარაუდოდ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პორკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პარიზის ქუჩებში მთელი ღამე ათასობით მოქალაქე იყო გამოსული. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია. ის ამ არქიტექტურული ტიპის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია. 

ნოტრ-დამის მშენებლობა მე-12 საუკუნეში დაიწყო და მე-13 საუკუნის შუა პერიოდამდე გრძელდებოდა მისი. ტაძარი ბევრჯედ გადაკეთდა. ის განახლდა მე-19 საუკუნეში.  არქიტექტორმა ვიოლე ლე დიუკმა XIX ს-ში გააკეთა ნოტრ-დამის ჩანახატები,  მოგვიანებით დაკარგული ნაწილები სწორედ ამ ჩანახატებითაა აღდგენილი.

ტაძრის მთავარ ფასადს სამი კარი აქვს და შესასვლელის სამი ისრული პორტალის თავზე არის სკულპტურული პანოები სახარების სხვადასხვა ეპიზოდით. ტაძარი ცნობილია მისი ვიტრაჟული სარკმლებით, ვარდულებით, ქანდაკებებით. 

ვიტრაჟების ნაწილი XIX ს-ის შუა ხანებშია შესრულებული, ნაწილი კი შუა საუკუნეების. ტაძარში შესასვლელის თავზე განთავსებული ვარდული ნაწილობრივ ორიგინალია, რომელიც შუა საუკუნეებიდან შემორჩა. 

ტაძარში ასევე ინახება სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები. დაცულია არტეფაქტები. 

BBC

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^