Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თბილისი პანორამის“ სამშენებლო სამუშაოები ინსპექციის შემოწმების შემდეგ შეაჩერეს

16 აპრილი, 2019 22:26

პანორამა თბილისის მშენებლობა, რომელზეც დღეს სამი მუშა დაშავდა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეაჩერა. ინსპექტორებმა გადაწყვეტილება რამდენიმე საათიანი შემოწმების შემდეგ მიიღეს. განცხადება ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მშენებლობის ადგილიდან გამოსვლისას გააკეთა.

„თბილისი პანორამის“ მშენებლობაზე სამი მუშა დღეს გადმოვარდა და დაშავდა. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე მოხდა. მუშების დაშავების გამო შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჩამოვარდნილი სამიდან ორი მუშა „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, ერთი კი ინგოროყვას კლინიკაში. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^