Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი კაკაბაძე პროკურატურამ "სიცრუის დეტექტორში" გაკეთებული განცხადების გამო გამოკითხა

18 აპრილი, 2019 12:31

მწერალი ირაკლი კაკაბაძე 17 აპრილს პროკურატურაში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოკითხეს. „ლიბერალს“ ინფორმაცია უწყებაში დაუდასტურეს.

თავად ირაკლი კაკაბაძის თქმით, ის ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული კომენტარისთვის დაიბარეს, თუმცა მისი თქმით, ამ თემაზე მას ჩვენება ერთხელ უკვე, 2014 წელს ჰქონდა მიცემული.

გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ ირაკლი კაკაბაძემ თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გამოძიებული არ არის, პოლიტიკოსი „გარკვეული ეკონომიკური  ინტერესების მქონე ჯგუფების“ მსხვერპლი იყო და მუქარა თავადაც ჰქონდა მოსმენილი.

„ერიკ გუდისის მხრიდან იყო მუქარა. [2005 წლის] იანვრის შუა რიცხვებში დამირეკა და ტელეფონში პირდაპირ დაიმუქრა, რომ ის აღარ იქნება თანამდებობაზეო“, - განაცხადა კაკაბაძემ.

ირაკლი კაკაბაძის თქმით, გუდისი აშშ-ში მცხოვრები „გრუს“ წარმომადგენელია, რომელიც იარაღით ვაჭრობს და თემურ ალასანიას მეგობარია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^