Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო მე-60 ადგილზეა - RSF

18 აპრილი, 2019 21:00

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გამოაქვეყნა 2019 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველო პრესის თავისუფლების კუთხით 179 ქვეყანას შორის 28,98 ქულით მე-60 ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიცია 1 ადგილით გაიუმჯობესა. 

RWB წერს, რომ საქართველოში მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა ჯერ კიდევ პოლარიზებულია. ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებშ გატარებულმა რეფორმება მედიასაშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობის კუთხით წინსვლა მოიტანა, თუმცა მფლობელები ხშირად მაინც ახდენენ გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე.

„დიდი გავლენა აქვს მიმდინარე დავას მთავარი ნაციონალური ოპოზიციური ტელევიზიის, “რუსთავი2″-ის მფლობელობასთან დაკავშირებით.

ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ იშვიათია, თუმცა მუქარები ხშირად შუქდება. 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიებას კვლავ დასადები აქვს დამაჯერებელი შედეგები“, – წერია ანგარიშში. 

ინდექსში საქართველოს 1 ქულით ჩამორჩება სომხეთი და 61-ე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანი - 166-ე ადგილზეა; თურქეთი - 157-ე, რუსეთი კი 149-ე ადგილზეა. 

პირველ ხუთეულშია ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ჰოლანდია და დანია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^