Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 ოპერატორი გაიფიცა

19 აპრილი, 2019 11:16

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 ოპერატორი გაიფიცა და სამსახურებრივი  მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

მაუწყებლის ოპერატორები ხელფასის გაზრდას ან სამუშაო პირობების შეცვლას მოითხოვენ. ამბობენ, რომ მათ ოპერატორთან ერთად მემონტაჟის ფუნქციის შესრულებაც უწევთ, ანაზღაურება კი შესაბამისი არ აქვთ.

დღეს მრჩეველთა საბჭო, მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. 

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი მაია მერკვილაძე ამბობს, რომ  ტელეოპერატორების გაფიცვის მიუხედავად, სამსახური მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს. გაფიცულების ნაცვლად კი ანალიტიკური გადაცემებისა და რეგიონული ბიუროების ტელეოპერატორები მუშაობენ.

მაუწყებლის პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ამბობს, რომ დამატებითი განმარტება, მრჩეველთა საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდება.

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

„დედა ენის“ კომისია დაკომპლექტდა - ვინ ა ...

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  ...
24 მაისი
24 მაისი

ქუთაისში ადვოკატსა და მის ოჯახზე თავდასხ ...

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ...
24 მაისი
24 მაისი

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტით კ ...

თბილისის ბაგა-ბაღებს მომავალი კვირიდან საკვები პროდუქტით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს -  აღნ ...
^