
ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკი“ გაძარცვეს. ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვისას დაიჭრა ორი ადამიანიც, თუმცა დაჭრის ფაქტს შსს-ში არ ადასტურებენ.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაჭრილია ერთ-ერთი თანამშრომელი, სიმართლეს არ შეესაბამება. არც ცეცხლასასროლი და არც ცივი იარაღით ჭრილობა არ აქვს მიყენებული“, - უთხრეს „ლიბერალს“ შსს-ში.