Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩრდილო ირლანდიაში საპროტესტო გამოსვლისას დაწყებული არეულობის დროს ჟურნალისტი მოკლეს

19 აპრილი, 2019 14:11

ჩრდილო ირლანდიაში არეულობაში გადაზრდილი საპროტესტო გამოსვლისას ცნობილი ჟურნალისტი ლირა მაკკი მოკლეს.

არეულობა წუხელ ირლანდიის რესპულიკის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში დაიწყო, რომლებსაც ნაციონალისტები დერის უწოდებენ, ბრიტანული ერთიანობის მომხრეები კი ლონდონდერის.

არეულობასა და 29 წლის ჟურნალისტის სიკვდილში სამართალადამცველები დისიდენტ რესპუბლიკელებს ადანაშაულებენ, რომლებმაც ირლანდიის რეალური რესპუბლიკური არმია ჩამოაყალიბეს (ახალი IRA, იგივე NIRA).

როგორც CNN წერს, არეულობა სააღდგომო კვირას უკავშირდება. ნაციონალისტი ირლანდიელები 1916 წელს აღდგომის წინ დაწყებული ამბოხის დღის აღნიშვნას აპირებდნენ, რადგან ეს ირლანდიის დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია.

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები სააღდგომო კვირის წინ ქალაქში რეიდებს ატარებდნენ და შეიარაღებულ დისიდენტ რესპუბლიკელებს ეძებდნენ. ქალაქში კი დაახლოებით ასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც ორი მანქანა დაწვეს, ხოლო პოლიციას მაშხალები და ხელნაკეთი, აალებადი მოწყობილობები ესროლეს.

ჩრდილო ირლანდიის პოლიციის წარმოამდგენელმა მარკ ჰამილტონმა ჟურნალისტის მკვლელობა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა და „საშინელი და გაუმართლებელი“ დანაშაული უწოდა.

მისი თქმით, ლირა მაკკი პოლიციის მანქანასთან ახლოს იდგა, როცა დემონსტრანტებისგან ნასროლი ტყვია მოხვდა. ცეცხლნასროლი ჭრილობისგან ჟურნალისტი მალევე დაიღუპა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მონაცემებით, 2001 წლის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ეს ჟურნალისტის პირველი მკვლელობაა.

ლირა მაკკი ბელფასტში დაიბადა და კარიერის განმავლობაში არაერთი პუბლიკაცია გამოუქვეყნებია. ის მუშაობდა The Atlantic და Buzzfeed News-თვისაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

ქუთაისში ადვოკატსა და მის ოჯახზე თავდასხ ...

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ...
24 მაისი
24 მაისი

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტით კ ...

თბილისის ბაგა-ბაღებს მომავალი კვირიდან საკვები პროდუქტით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს -  აღნ ...
24 მაისი
24 მაისი

პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 ...

დღეს საქათველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეი ...
^