Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს - ბახტაძე

19 აპრილი, 2019 15:32

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვაზე უპასუხა, რომ საჭიროა სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება [გათავისუფლების] არ დააყოვნებს. 

„ჩვენ გვჭირდება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. 2019 -2020 წლებში ჩვენი ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი.

რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საკმარისი რესურსი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ცხოვრება და პრობლემები შევამსუბუქით. თუმცა ამ თანხას და ინვესტიციებს სჭირდება ძალიან ოპერატიული და ეფექტიანი მართვა. ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ შედეგი, რასაც შევპირდით, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^