Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხაბეიშვილი: დეპუტატ ოდიშარიასგან თაბორის მთის ტერიტორიას მერია 26-ჯერ ძვირად იბრუნებს

19 აპრილი, 2019 18:44

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და თბილისის მერიას შორის თაბორის მთაზე ტერიტორიის ადგილმონაცვლეობაში კორუფციულ გარიგებას ხედავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, მუხიანში გადაცემული ტერიტორიის ფასის მიხედვით, თბილისის მერიამ ოდიშარიას თაბორის მთის ნაკვეთში 26-ჯერ მეტი გადაუხადა, ვიდრე ის ნაკვეთი დეპუტატს ყიდვისას დაუჯდა.

„საკრებულომ მხარი დაუჭირა იმას, რომ კახა კალაძის მეგობარს, დეპუტატ ბექა ოდიშარიას, რომელსაც 20 ლარად ჰქონდა კვადრატული მეტრი ნაყიდი, 1700 გადაუხადოს ახლა. ჯამში 200 000 ლარად რომ შეიძინა ქონება რამდენიმე წლის წინ, ახლა დედაქალაქის მერია უხდის 5 600 000 ლარს. ესე იგი, 86-ჯერ მეტს უხდის კვადრატულ მეტრში და ჯამში, საერთო მოცულობაში, 26-ჯერ მეტს, ვიდრე ადრე გადაიხადა ოდიშარიამ“, - თქვა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოდიშარია მმართველი გუნდის წევრი და კალაძის მეგობარია, რასაც თბილისის მერი არ მალავს. შესაბამისად, თვალსაჩინოა, რომ ეს გარიგება კორუფციულია. მით უმეტეს, საკრებულოს წევრის თქმით, თავის დროზე თაბორის მთაზე ოდიშარიამ ნაკვეთი ლანდშაფტურ ზონაში იყიდა და იქ მშენებლობის ნებართვა ვერ უნდა მიეღო.

„ნეპოტიზმია. კალაძე ადასტურებს, რომ მეგობარია, მათ შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატია და მიიღო მშენებლობის ნებართვა იქ, სადაც მხოლოდ დაჯდომა შეიძლებოდა. როცა ოდიშარიამ ის ნაკვეთი იყიდა, ის იყო ლანდშაფტური ზონა, სადაც არანაირი მშენებლობა არ შეიძლებოდა, მხოლოდ სკამით თუ დაჯდებოდა და გადმოხედავდა თბილისს.

თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ 3,5 ჰექტარი მიწა მისცეს, ფაქტობრივად, მუხიანის ნახევარი მიკრორაიონი.

ასევე, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ „ქართული ოცნების“ ერთმა დეპუტატმა გაბედა და ამის წინააღმდეგ მისცა ხმა, ანუ ოპოზიციას დაუჭირა მხარი. ასევე მის წინააღმდეგ მისცა ხმა „ოცნებიდან“ წამოსულმა რამდენიმე დეპუტატმაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, საბოლოოდ ყველა დეპუტატი მივა იმ აზრამდე, რომ დედაქალაქის წინააღმდეგ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა არ მიიღონ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღეს თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა მერიის ინიციატივას, რომ დეპუტატ ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე მდებარე 3000 კვ.მ.-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთის ნაცვლად დაახლოებით 11-ჯერ დიდი, მუხიანში მდებარე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 35 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცენ.

თბილისის მერიის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მიწის ორივე ნაკვეთი შეაფასა და მონაცვლეობა თანხვედრილი ღირებულებიდან გამომდინარე ხდება.

ოდიშარიასგან ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადასვლის საჭიროებაზე თავდაპირველად დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 13 მარტს ისაუბრა. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე კალაძემ განაცხადა, რომ თაბორის მთაზე, იმ ადგილას, რომელსაც ოდიშარია ფლობს, სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

მოვითხოვთ „პროგრესბანკის" 3 წლის წინანდე ...

სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ვიცე-მერი: საზოგადოებას ტრანსპორტში მგზა ...

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის   განცხადებით,    მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
^