Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკრატურამ ვანის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი და 6 პირი პასუხისგებაში მისცა

20 აპრილი, 2019 11:55

პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის გათვალისწინებით, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წლის მანძილზე გამარტივებული შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოები შეისწავლა. გამოძიების შედეგად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამუშაოების მიმწოდებელი 6 პირის, ასევე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსის მიმართ.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის მანძილზე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, 523 403 ლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა სამუშაოს შესყიდვის თაობაზე. სამუშაოების შემსრულებელი შპს „ვანის საგზაო“-ს დირექტორი ბ.გ., ი/მ გ.ა., ი/მ ზ.დ., ი/მ შ.ფ. და ი/მ ა.ა., ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს“, - აცხადებს პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გ.ნ. გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ზემოაღნიშნულ პირებთან ანგარიშსწორება მოახდინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მას შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრას ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ავალდებულებდა. „გ.ნ.-ს ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი - ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიადგა ზიანი 46 875 ლარის ოდენობით“.

გ.ა.-ს, ზ.დ.-ს, შ.ფ.-ს და ა.ა.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბ.გ.-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. 

რაც შეეხება ყოფილ საჯარო მოხელეს, მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^