Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

20 აპრილი, 2019 17:57

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში“ განუცხადეს, ბავშვები მოიწამლნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთცვის სტაბილურია და ისინი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს, უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში 8 აპრილს ჩამოვიდა

სამინისტროს დოკუმენტაციის მიხედვით აცხადებს, რომ ათივე ბავშვი უკრაინელი ქალის შვილია.

„აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება“, -აცხადებს უწეყბა

გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი) მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

„დედა ენის“ კომისია დაკომპლექტდა - ვინ ა ...

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  ...
24 მაისი
24 მაისი

ქუთაისში ადვოკატსა და მის ოჯახზე თავდასხ ...

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ...
24 მაისი
24 მაისი

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტით კ ...

თბილისის ბაგა-ბაღებს მომავალი კვირიდან საკვები პროდუქტით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს -  აღნ ...
^