Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

4 ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიური მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს - გიორგი თაბაგარი

21 აპრილი, 2019 3:01

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის რიგში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

თაბაგარი „ლიბერალთან“ ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უცხო პირებმა კლუბში გასამართ ქვიარ წვეულების შესახებ შეიტყვეს, რიგში მდგომი ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი, ჰომოფობიური გამონათქვამები გამოიყენეს. 

„მას შემდეგ, რაც კორექტულობისკენ მოვუწოდე, გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე“, - ამბობს თაბაგარი.

მისივე თქმით, „თანასწორობის მოძრაობის“ დირექტორს, ლევან ბერიანიძეს, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი და ის ახლა ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციაც მივიდა. 

„ჩვენ გვითხრეს, რომ ის პირები ინდენტიფიცირებული ჰყავთ და ხვალ, სავარაუდოდ, გამოგვკითხავენ“, - აცხადებს თაბაგარი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აგვისტო
19 აგვისტო

„განახლებული ოკუპაცია“ და გატაცებული ახა ...

17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებას მ ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე და ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
^