Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეგობარი ქალის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წელი მიუსაჯეს

22 აპრილი, 2019 13:19

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ სისტემურ ფიზიკურ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

„წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ა. 2018 წლის 3 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობარ ქალს, რასაც დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. თ.ა.-ს მიერ განხორციელებული სისტემური ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებმა თ.ა. 2018 წლის 2 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 126 მუხლის  12  ნაწილით;  1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,  111-115 პირველი ნაწილით და 111-151 პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემური ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^