Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერია მრგვალი ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს

22 აპრილი, 2019 15:00

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერიამ მრგვალი ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. მათი თქმით,  არსებული ინფრასტრუქტურის დაუყოვნებლივ შეცვლის საჭიროება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გამოიკვეთა.

როგორც „ლიბერალს" მერიაში განუცხადეს, რეაბილიტაცია პროექტის გარეშე მიმდინარეობს, რადგან, მათივე განცხადებით, არ იცვლება მრგვალი ბაღის დიზაინი და არ ხდება მისი ახალი ფუნქციური ზონირება, არამედ იგეგმება მხოლოდ დაზიანებული ფურნიტურის არსებული ფორმითა და სტრუქტურით შეცვლა.

„კერძოდ, გამოიცვლება ქვაფენილი საფეხმავლო ბილიკებსა და ბაღის ცენტრალურ როტონდაზე, ასევე ამუშავდება შადრევანი, განახლდება მცენარეული საფარი და შეიცვლება ღობე, ჩანაცვლდება დაზიანებული სკამები და ურნები, ხოლო ბაღის ჭიშკრებთან მოეწყობა ზებრა გადასასვლელები", - გვითხრეს მერიაში.

„ლიბერალმა" მერიას მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის მაკეტის მიწოდება სთხოვა, მაგრამ მერიაში გვითხრეს, რომ მსგავსი დოკუმენტი არ აქვთ, ვინაიდან პროექტირებაზე ტენდერი არ გამოცხადებულა. თუმცა, მათივე თქმით, დიზაინის კონცეფციის დამუშავებაში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლები.

„სამუშაოების მცირე მასშტაბიდან და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ბაღის რეაბილიტაციის საპროექტო და სამშენებლო ნაწილზე ტენდერები არ გამართულა. დიზაინის კონცეფციის დამუშავებაში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლები, სამშენებლო სამუშაოები კი თბილისის მერიის მიმდინარე მოცულობითი ინფრასტრუქტურული ტენდერის ფარგლებში ხორციელდება", - ამბობენ მერიაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^