
შრი ლანკაში სასტუმროებსა და ეკლესიებში აფეთქებას 290 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 500-მდე ადამიანი. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის 35 უცხოელია. მათ შორისაა დანიელი მილიარდერის, ტანსაცმლის ბრენდ ASOS-ის მფლობელის, ანდერს ჰოლჩ პოვლსენის 3 შვილი.
მთავრობის წარმომადგენლები მომხდარში „საერთაშორისო ქსელს“ ადანაშაულებენ.
BBC-ის ცნობით, მთავრობა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებას ადანაშაულებს, რომელსაც საზღვარგარეთიდან ეხმარებოდნენ.
პოლიციამ რეიდების შედეგად 24 პირი დააკავა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად ვინ იდგა აფეთქებების უკან.
6 აფეთქება მოკლე დროში მოხდა, პირველი აფეთქების შესახებ 08:45 საათზე გახდა ცნობილი. თავდამსხმელთა სამიზნე იყო 3 ეკლესია, სადაც სააღდგომო ღვთისმსახურება მიმდინარეობდა და, ასევე, 3 ძვირადღირებული სასტუმრო.