Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი: ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა

22 აპრილი, 2019 17:38

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, რომ სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ბავშვებისთვის განსაკუთრებული ზომები მიიღოს. 

„არ შეიძლება, არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან ამ ფაქტის დაკავშირებას. ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს“, - აცხადებს ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა მარტვილში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე ოჯახის წინაშე ბოდიშს იხდის - „ამავდროულად, უნდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

აღაიანის ტრაგედია - PHR “რუსთავი 2-ს” მო ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  იცავს აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობა ...
25 მაისი
25 მაისი

ჭიათურაში აქციას ტყიბულელი მეშახტეები შე ...

რამდენიმე წუთის წინ ჭიათურაში მიმდინარე აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მათ ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდ ...
25 მაისი
25 მაისი

ვიდეო: როგორ იმოძრავებენ ავტომანქანები 2 ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძ ...
^