Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოვიძიებთ როგორც მოქალაქეების, ისე და პოლიციელების მიმართ ჩადენილ დანაშაულს - გახარია

22 აპრილი, 2019 21:18

 შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრ მამუკა  ბახტაძესთან ერთად, დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად, სამედიცინო  დაწესებულებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შსს-ს ინფორმაციით, გუშინ, პანკისის  ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. 

გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს დანაშაულს,  რომელიც იყო როგორც მოქალაქეების მიმართ, ისე და პოლიციელების მიმართ  ჩადენილი.

შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო დიდი რაოდენობით სამართალდამცველების  პანკისის ხეობაში მობილიზება, მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის  სამინისტროს მომართვის საფუძველზე, დილით, ადგილზე მშენებლების  უსაფრთხოებას, კახეთის სამხარეო პოლიციის მხოლოდ 35 თანამშრომელი იცავდა. 
თუმცა, მას შემდეგ რაც მოხდა მათზე თავდასხმა, საჭირო გახდა დამატებითი  საპოლიციო ძალების მობილიზება.

„პანკისში, დილის 8  საათზე, წყნარად, მშვიდად, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი,  იმისთვის რომ მათ უზრუნველეყოთ მშენებლების უსაფრთხოება, რა თხოვნითაც   ჩვენ ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალურად მოგვმართა, შევიდნენ აი ამ  ლოკაციაზე. მას შემდეგ, რაც განხორციელდა მათზე თავდასხმა, მოხდა რა თქმა  უნდა დამატებითი ძალების მობილიზება. ეს არის ფაქტი. შინაგან საქმეთა  სამინისტრო, ისევე როგორც გამოძიება, რომელიც უკვე პროკურატურაში აღძრულია  - იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების  გადამეტებას - აბსოლუტურად ტრანსპარენტულად ვიქცევით და მოვიქცევით“. - განაცხადა გახარიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^