Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა კითხვას პასუხი - ხოშტარია გახარიაზე

23 აპრილი, 2019 12:46

„თუ აშინებს პარლამენტის კედლები შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ყავაზე ვეპატიჟები", -  „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრ  გიორგი გახარიას პასუხობს.

„დღეს შს მინისტრთან არის ძალიან სერიოზული კითხვები და მას მოუწევს, ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები,  თუ მას აშინებს კომიტეტში და პარლამენტში მოსვლა, მინდა შევთავაზო, ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი.

გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს,  ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

--

გუშინ, 22 აპრილს გიორგი გახარიამ კითხვაზე - საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით მივა თუ არა პარლამენტში პანკისის ხეობის მოვლენებზე სასაუბროდ, განაცხადა, რომ საპარლამენტო მოსმენა მაისის პირველ კვირაშია დაგეგმილი, სადაც მას მინისტრის საათის ფარგლებში ექნება გამოსვლა.

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე 4-ჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არცერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე - არ აქვს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა „მინისტრის საათი“, მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“, - განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^