Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი წარედგინა

23 აპრილი, 2019 16:26

მთავარი პროკურატურის ცნობით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, 5-დან 8 წლამდე.

როგორც „ლიბერალთან" საუბრისას ჯიბღაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოძრაობდა თავისი ავტომობილით ორთაჭალაში, რა დროსაც შეაჩერა საპატრულო პოლიციამ და შემოწმების შედეგად მისი ავტომობილიდან ამოიღეს ხელჩანთა, რომელშიც იყო „გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერება".

„თუ ვის ეკუთვნოდა, რატომ იყო აღნიშნული ხელჩანთა მის ავტომობილში, ან რატომ აღმოჩნდა, ამის შესახებ გამოძიებას დაკითხვის პროცესში მივაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა ადვოკატმა გიგუაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ხელჩანთაში ნარკოტიკული საშუალება იყო, თუმცა, ოდენობა ამ ეტაპისთვის მისთვის ცნობილი არ არის.

ადვოკატი: ჯიბღაშვილი არასდროს ყოფილა მომხმარებელი, აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^