Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პანკისის ხეობაში პოლიციისთვის ჯიხურებს დგამენ

24 აპრილი, 2019 14:26

პანკისის ხეობაში, სოფელ ძიბახევში სამართალდამცველებისთვის დროებით ჯიხურებს დგამენ. ინფორმაცია „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„დაცვის პოლიცია პირველივე დღიდან არის იქ, შემთხვევის ადგილის დაცვის მიზნით. უბრალოდ ერთი ჯიხურია და არა საგუშაგო, რომ ეს ხალხი წვიმაში არ იდგეს“, - უთხრეს „ლიბერალს“ უწყებაში.

აქტივისტმა სულხან ბორძიკაშვილმა ჯიხურის დადგმის ვიდეო გადაიღო.

ძიბახევში მოსახლეობა ახალი ჰესის „ხადორი 3-ის“ მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. 21 აპრილს პანკისის ხეობაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ჰესების მშენებლობის გამო აქციაც გამართა. 

ხეობაში მობილიზებული იყო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, დაშავდნენ აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები. ჯამში, შსს-ს ცნობით, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^